ილონ მასკი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მიმართ სროლაზე აცხადებს, რომ “დემოკრატები არიან სიკვდილის პარტია”

ილონ მასკი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მიმართ სროლაზე აცხადებს, რომ “დემოკრატები არიან სიკვდილის პარტია”

ამერიკელი მილიარდელი და SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი გავრცელებულ ცნობას ეხმიანება იმის თაობაზე, რომ აშშ-ში, კონსერვატორ აქტივისტს, ჩარლი კირკს ცეცხლსასროლი იარაღიდან იმ დროს ესროლეს, როდესაც იუტას შტატში გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. 

მასკმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტი გააზიარა და X-ზე დაწერა, რომ “დემოკრატები არიან სიკვდილის პარტია”.