შალვა პაპუაშვილი: ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ არის სრულად უცხოეთიდან დაფინანსებული. ნაცვლად იმისა, რომ განვითარებულიყო მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა, განავითარეს მიკერძოებული პოლიტიკური აქტივიზმი

შალვა პაპუაშვილი: ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ არის სრულად უცხოეთიდან დაფინანსებული. ნაცვლად იმისა, რომ განვითარებულიყო მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა, განავითარეს მიკერძოებული პოლიტიკური აქტივიზმი

„ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ არის სრულად უცხოეთიდან დაფინანსებული და ეს გამოჩნდა,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

მანვე აღნიშნა, რომ უცხოეთიდან დაფინანსებულ მედიაში, ნაცვლად იმისა, რომ განვითარებულიყო მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა, განავითარეს მიკერძოებული პოლიტიკური აქტივიზმი.

„კადრებშიც დავინახეთ, როგორ დაარტყა პოლიციელს ხელი „ბათუმელების“ ერთ-ერთმა რედაქტორმა. მეორე რედაქტორი ურცხვად იტყუებოდა, გვატყუებდა მაყურებლებს, თითქოს რაღაც ჩოჩქოლი იყო და ვერც მიხვდა, რა იყო, თითქოს ხელი უბრალოდ აამოძრავა და შემთხვევით მოხვდა.

„ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ არის სრულად უცხოეთიდან დაფინანსებული და ეს გამოჩნდა. ნაცვლად იმისა, რომ განვითარებულიყო მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა, განავითარეს მიკერძოებული პოლიტიკური აქტივიზმი. რა ესაქმებოდათ პოლიციასთან ჟურნალისტებს, გარდა იმისა, რომ აღეწერათ, რაც იქ ხდებოდა? ეს არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ ამ უცხოური დაფინანსებით მედიაში, ნაცვლად ჟურნალისტიკისა, მივიღეთ პოლიტიკური აქტივიზმი, რომელსაც ამ ვითარებამდე მივყავართ. ჟურნალისტმა ხელი აღმართა პოლიციელზე. მეორე ჟურნალისტი კი იტყუება, თითქოს არაფერი მომხდარა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.