ვატიკანის ახალი სახელმძღვანელო – ღიად გეი მამაკაცებს შეეძლებათ მღვდლები გახდნენ

ვატიკანის ახალი სახელმძღვანელო – ღიად გეი მამაკაცებს შეეძლებათ მღვდლები გახდნენ

ახალი სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციამ პარასკევს გამოაქვეყნა, ღიად გეი მამაკაცებს კიდევ უფრო აახლოებს მღვდლად კურთხევასთან.

კონფერენციის ახალი პრინციპები არ გვირჩევს, რომ მათ მღვდლობა ავუკრძალოთ.
„როდესაც ჰომოსექსუალურ ტენდენციებზე ვსაუბრობთ, ასევე მიზანშეწონილია, რომ არ შევამციროთ კარგისა და ცუდის გარჩევის უნარი, არამედ, ყველა კანდიდატის შემთხვევაში გავიგოთ ჰომოსექსუალიზმის მნიშვნელობა ახალგაზრდა ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბების პროცესზე“, – ნათქვამია ანგარიშში სახელწოდებით „სახელმძღვანელო პრინციპები და ნორმები სემინარიებისთვის“.

თუმცა, ასევე აღნიშნულია, რომ გეი მღვდელს არასოდეს არ უნდა ჰქონდეს სექსი.
ოფიციალურად, კათოლიკური ეკლესია ასწავლის, რომ ჰომოსექსუალებს ღირსეულად და პატივისცემით უნდა მოეპყრონ, მაგრამ ჰომოსექსუალური ქმედებები „არსებითად არასწორია“. ასევე ნათქვამია, რომ მამაკაცები, რომლებიც „ახორციელებენ ჰომოსექსუალურ ქმედებებს, გამოხატავენ ღრმა ჰომოსექსუალურ ტენდენციებს ან მხარს უჭერენ ე.წ. გეი კულტურის“ არ შეიძლება დანიშნონ სასულიერო პირად.
სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ქალებს ჯერ კიდევ ეკრძალებათ სასულიერო პირებად კურთხევა კათოლიკურ ეკლესიაში.
2023 წლის იანვარში პაპმა ფრანცისკემ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის“.
ასევე 2023 წელს, ფრანცისკემ დაამტკიცა ერთსქესიანი წყვილების „კურთხევა“, მაგრამ აღნიშნა, რომ ქორწინება მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის შეიძლება შედგეს.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანცისკე უფრო მეტად უჭერს მხარს LGBTQ უფლებებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა პაპი, მან ასევე შეურაცხმყოფელი ენა გამოიყენა გეი მამაკაცებზე საუბრის დროს.

წყარო: https://www.euronews.com/2025/01/11/openly-gay-men-can-now-become-priests-vatican-signals