ბათუმში, საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ტერიტორიიდან გაიყვანეს.
ამ დროისთვის უცნობია, ელენე ხოშტარია პოლიციამ განარიდა ტერიტორიიდან თუ მოხდა მისი დაკავება.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის ელენე ხოშტარია ადგილზე პლაკატების გაკვრას ცდილობდნენ.
საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ გუშინ, 11 იანვარს დაკავებულ პირებს და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.