ირაკლი კირცხალია: ოპონენტს ეძახიან რუსს და რუსეთუმეს პოლიტიკური დანაყოფები, რომლებიც 100 პროცენტით რუსულ საქმეს აკეთებდნენ

ირაკლი კირცხალია: ოპონენტს ეძახიან რუსს და რუსეთუმეს პოლიტიკური დანაყოფები, რომლებიც 100 პროცენტით რუსულ საქმეს აკეთებდნენ

ოპონენტს ეძახიან რუსს და რუსეთუმეს პოლიტიკური დანაყოფები, რომლებიც 100 პროცენტით რუსულ საქმეს აკეთებდნენ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.

„ეს [საგამოძიებო კომისიის შექმნა] არის იმ საზოგადოების, მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანის დაკვეთა, რომელმაც 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ მოგვანიჭა „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია. პირველ რიგში შევასრულებთ იმ წინასაარჩევნო დაპირებას, რაც იყო საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ მოღალატეობრივი დაჯგუფების მიმართ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ვერ მოესწრნენ ამათ [„ნაციონალური მოძრაობის“] ჯალათობრივ რეჟიმს. ეს იქნება პირველ რიგში, ყველაზე დიდი ლუსტრაცია. ოპონენტს ეძახიან რუსს და რუსეთუმეს პოლიტიკური დანაყოფები, რომლებიც 100 პროცენტით რუსულ საქმეს აკეთებდნენ“, - აღნიშნა კირცხალიამ.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.