თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 პირის აღმკვეთი ღონისძიების გადასინჯვის პროცესი ამ დრომდე არ განახლებულა.
დღევანდელი პროცესი დაცვის მხარის მიერ სხდომათა დარბაზის შეცვლის მოთხოვნით შეწყდა. პროცესი მას შემდეგ გაგრძელდება, როცა სახაზინო ადვოკატები საქმის მასალებს გაეცნობიან.
დაკავებულების ადვოკატებმა პროცესი მას შემდეგ დატოვეს, რაც მოსამართლემ დარბაზის შეცვლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 პირის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ადვოკატებმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც არ დაკმაყოფილდა.