მოვისმინეთ დეზინფორმაცია და იმედს ვიტოვებ, რომ არაინფორმირებულობით მოხდა ეს ყველაფერი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის ჩაწერასთან დაკავშირებით.
„თითქოს ეუთო/ოდირი საერთოდ არ დაგვიპატიჟებია და არჩევნებში ჩართული არ ყოფილა, როდესაც ეუთო/ოდირის მისია, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იყო ჩამობრძანებული. ასეთი ტიპის განცხადებები მხოლოდ იმას ემსახურება, რომ როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება ასეთი მასშტაბის ქვეყნებიდან, მათ უფრო დიდი რესურსი აქვთ, რომ უფრო დიდმა აუდიტორიამ მოუსმინოს და საქართველოს ხმა გადაფარონ. მაგრამ, სიმართლე თავის კალაპოტს ყოველთვის პოულობს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაავრცელეს განცხადება, რომელშიც წერია: „ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში არ იქნა დაშვებული".
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 12 სექტემბერს ორგანიზაციამ თავის ოფიციალურ ვებ გვერდზეც გამოაქვეყნა,