ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ოპოზიცია ძალიან მარტივი დასამარცხებელია და რეალურად ჩვენ ქართულ ოპოზიციას კი არ ვუწევთ ოპონირებას, ჩვენ ვართ ოპოზიციაში არნახული მასშტაბის გარე ძალებთან

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ოპოზიცია ძალიან მარტივი დასამარცხებელია და რეალურად ჩვენ ქართულ ოპოზიციას კი არ ვუწევთ ოპონირებას, ჩვენ ვართ ოპოზიციაში არნახული მასშტაბის გარე ძალებთან

სამი წლის განმავლობაში ვიხილეთ უამრავი უსამართლო განცხადება, ნაბიჯი, დეზინფორმაცია საქართველოს მიმართულებით, მაგრამ ყველაფერს ვუძლებთ და ძალიან მყარად ვდგავართ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

„ქართული ოცნება“ ოპონირებას ქართულ ოპოზიციას კი არ უწევს, არამედ კონკრეტულ გარე ძალებს.

„არიან ის ძალები, რომლებსაც აწყობთ, რომ ეს ომი გაჭიანურდეს. შესაბამისად, მეორე ფრონტიც იმიტომ აწყობდათ, რომ გაეფანტათ რუსეთის ყურადღება და უფრო გაჭიანურებულიყო ეს ომი. ამის მიღმა ძალიან დიდი ფინანსური ინტერესებიც დგას. ჩვენ რეალურად ჩვენ ოპოზიციას კი არ ვუწევთ ოპონირებას, ჩვენი ოპოზიცია ძალიან მარტივი დასამარცხებელია, ჩვენ ვართ ოპოზიციაში სწორედ ამ არნახული მასშტაბის გარე ძალებთან. სამი წელია რაც ეს წნეხი დაიწყო ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამ დროის განმავლობაში ვიხილეთ უამრავი უსამართლო განცხადება, ნაბიჯი, დეზინფორმაცია საქართველოს მიმართულებით, მაგრამ ყველაფერს ვუძლებთ და ძალიან მყარად ვდგავართ“, - აცხადებს დეპუტატი.

მარბიელი ოცნებამ ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ყველაზე მძიმე და ქვეყნის საზიანო კოჰაბიტაცია იყო!
ყველა დასაჭერი (მათ შორის ბოკერია, გვარამია, ბარამიძე, გაჯეჯილებული გუბერნატორები ...) უნდა დარჭირა, ავადმყოფი ლოგინში უნდა მოეტ...ნა ...მეცოცხეები პოლიტიკისთვის უნდა ჩამოეცილებინა
პოლიტიკა, რომ "იყვნენ ნაცები და მათ გვერდით ყოველთვის გავიმარჯვებთ" უკიდურესად ბრიყვული იყო!
6 საათის უკან