საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც 2003-12 წლებში, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ჩაიდინა მრავალი დანაშაული ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე, ეს პოლიტიკური ძალა, ქართულ პოლიტიკაში მაოხრებელი გზირის ფუნქციას ასრულებს, ვინაიდან, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება და დაბრკოლებას უქმნის ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას.
„2012 წლიდან დღემდე, ეს პოლიტიკური ძალა ასრულებს მაოხრებელი გზირის ფუნქციას ქართულ პოლიტიკაში, ღიად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გადამწყვეტ დაბრკოლებას უქმნის საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას. ამასთან, ამ პოლიტიკური ძალის ბუნებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების თეორიულ შემთხვევაში, ის აუცილებლად ჩაიდენს იგივე სახის დანაშაულებს ახალი შემართებითა და ენერგიით, რაზეც მას მწვანე შუქს აუნთებენ იგივე ძალები, რომლებიც 2003-12 წლების ავტორიტარულ, სისხლიან რეჟიმს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.