მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელი, რომელიც იმ საერთო მესიჯბოქსითა და გეგმებით მოქმედებს, რომელიც „დიფ-სთეითმა““ შეუკვეთა ამ ხალხს

მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელი, რომელიც იმ საერთო მესიჯბოქსითა და გეგმებით მოქმედებს, რომელიც „დიფ-სთეითმა““ შეუკვეთა ამ ხალხს

სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელი, რომელიც იმ საერთო მესიჯბოქსითა და გეგმებით მოქმედებს, რომელიც „დიფ-სთეითმა““ შეუკვეთა ამ ხალხს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„მაკეინის ინსტიტუტი არის ორგანიზაცია, რომელიც ნერვიულობდა და ამას თავის განცხადებებში გამოხატავდა, რომ საქართველოში მიმდინარე აქციებს მსხვერპლი არ მოყვა. სალომე ზურაბიშვილმა, როგორც კი პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, გახდა ამ ინსტიტუტის სტიპენდიატი. მე მგონი დასკვნების გამოტანა რთული არ არის. ეს ადამიანი (სალომე ზურაბიშვილი) არის ოპოზიციის ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელი, რომელიც იმ საერთო მესიჯბოქსითა და გეგმებით მოქმედებს, რომელიც „დიფ-სთეითმა““ შეუკვეთა ამ ხალხს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატი გახდა.

მარბიელი "ამბები გე" ალამაზებს ს ზურაბიშვილს, თითქოს მან თქვა "საქართველოს კონსტიტუცია ფეხქვეშაა გათელილი" სინამდვილეში მან თქვა "... გათლილი"
ის ჩურჩუტი დედაკაცი რას იტყვის რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს ქართულის არმცოდნე დედაკაცი(მისი "მართლმადიანიც და ხომ გახსოვთ) ის ხომ 6 წელი საქართველოს პრეზიდენტი იყო???
9 საათის უკან
მარბიელი გამახსენდა ზურაბიშვილის მარგალიტები - "შევთხაროთ" თუ "გავთხაროთ"...
ზურაბიშვილი ბრიფინგს ატარებდა ტრიბუნასთან, რომელზედაც საქართველოს გერბია; ეს არაა კანონდარღვევა?
9 საათის უკან