„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარს გამოთქვამს.
„მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ჩვენს ქვეყანას იმ სულისშემძვრელი ტრაგედიის გამო, რაც 5 ანგელოზი ბავშვის გარდაცვალების გამო თავს დაატყდა. დიდი გულისტკივილით მინდა სამძიმარი ვუთხრა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და განსაკუთრებით ამ ბავშვების ახლობლებსა და ოჯახის წევრებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
5 იანვარს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვი გარდაიცვალა.
მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
მომხდარი ტრაგედიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღე 6 იანვარს იყო გამოცხადებული.