შიდა ქართლში მოქალაქეებმა საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს

შიდა ქართლში მოქალაქეებმა საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს

შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოში გორის, ქარელის და ხაშურის რაიონების სოფლებში მცხოვრებმა 12 მოქალაქემ ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: „ა-კა-ემ“-ის მოდელის 5 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „აკა-74“-ის მოდელის 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 9 მჭიდი, „კალაშნიკოვი“-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 1 ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი „გე-პე 25“, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნის 22 ყუმბარა „ვე-ო-გე 25“, „ბე-ემ-პე 2“-ის მოდელის ყუმბარმტყორცნის 5 ჭურვი, „ერ-გე-დე 5“-ის ტიპის 2 ხელყუმბარა, „ეფ-1“-ის ტიპის 7 ხელყუმბარა, ხელყუმბარის 5 ფალია „უ-ზე-ერ-გე-ემი“, 2 ყუმბარმტყორცნი „ერ-პე-გე 22“, ტყვიამფრქვევის 1 ლენტი „ელ-პე-ესი“ 50 ვაზნით, „პე-ეს“-ის 3200 ვაზნა.

აღნიშნული მოქალაქეები თავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისგებიდან.