ქართველ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ვინ არის პოდოლიაკი და რა განცხადებებს აკეთებდა ის მთელი 2022 წლის განმავლობაში. განსაკუთრებით ეს ეხებოდა მეორე ფრონტის გახსნასაც, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც უკრაინა ომშია ჩართული, ამ ქვეყნის ხელისუფლება საკუთარი ვალდებულებების შესრულებით უნდა იყოს დაკავებული.
„როდესაც ბატონი პოდოლიაკი განცხადებას აკეთებს, აღქმული არის და ყოველთვის აღქმული იქნება ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებად. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ რა გავლენები არსებობს უკრაინის ხელისუფლების შტოებში და რა გამოწვევები თუ რა დარღვევები არის მათ ხელისუფლებაში?! იმიტომ არ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით უკრაინელ ერს და იმ უმძიმეს მდგომარეობას და ომის ქარცეცხლიდან გამომდინარე, რომელიც ტრიალებს უკრაინაში, ჩვენ თავს ვიკავებთ ხოლმე გარკვეული განცხადების გაკეთებისგან. ამის მიუხედავად ეს ბატონები პირდაპირ ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. სულ ორი ვარიანტია, როდესაც მათ ამ დროს სცალიათ, რომ საქართველოს შესახებ განცხადებები გააკეთონ, ან ისინი საკუთარ თავზე დაკისრებულ მოვალეობებს არაჯეროვნად ასრულებენ ან მეორე ვარიანტია, რომ ისინი პირდაპირ გარკვეული ძალების მხრიდან მითითებით ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, რომ არეულობა შემოიტანონ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არ არის დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს. ეს განცხადება მან ლიეტუვურ ტელეარხთან გააკეთა.
პოდოლიაკი ვის დაკარგვია, მაგის აზრი რომ ვინმეს აინტერესებდეს. მაგას კი არა ზელენსკის აღარ აგდებენ უკრაინაში გროშის ფასად. ილონ მასკი რომ ზელენსკის აბურთავებს, ვინმეს ხომ არ ჰგონია, ტრამპს განსხვავებული აზრი აქვს.
ომი დამთავრდება თუ არა ერთმანეთს გაასწრებენ უკრაინიდან. ამიტომ არის ომის დამათავრების გაგონება არ უნდათ. მაგათი ბჟუტური და ომი ერთ დღეს დამთავრდება.