შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილს შენობა მემკვიდრეობით არ აქვს მიღებული, რაც არ უნდა ხშირად ლაპარაკობდეს საკუთარ წინაპრებზე, შენობა ეკუთვნის ქართველ ხალხს

შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილს შენობა მემკვიდრეობით არ აქვს მიღებული, რაც არ უნდა ხშირად ლაპარაკობდეს საკუთარ წინაპრებზე, შენობა ეკუთვნის ქართველ ხალხს

ეს შენობა სალომე ზურაბიშვილს არ აქვს მემკვიდრეობით მიღებული, რაც არ უნდა ხშირად ლაპარაკობდეს საკუთარ წინაპრებზე, ეს შენობა ეკუთვნის ქართველ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის მრჩევლები, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს საღი აზრი, მას სათანადო რჩევას მისცემენ იმასთან დაკავშირებით, რომ არ წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს შენობა არ აქვს მას მემკვიდრეობით მიღებული, რაც არ უნდა ხშირად ლაპარაკობდეს საკუთარ წინაპრებზე, ეს შენობა ეკუთვნის ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის პრეზიდენტს ჩემი მოლოდინია, რომ ის მრჩევლები, რომლებიც მას მიმართულებებს აძლევენ, გაითვალისწინებენ ყველა შემთხვევაში იმას, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ვერ წავლენ“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე,ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრეზიდენტი კვლავ სალომე ზურაბიშვილი იქნება, პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ეს „ოპოზიციის ორგულიანობას აჩვენებს“.

„ეს ოპოზიციის ორგულიანობას აჩვენებს. როგორც ვიცოდი, მათი მუდმივი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია და ახლა თუ იმავე გულში ჩაიბუდებს ქალბატონი სალომე, ეს მათი პრობლემაა. ასე რომ, გამოდის, რომ მათაც ორი პრეზიდენტი ეყოლებათ, მათი გულის რჩეული პრეზიდენტი. არ ვიცი, ღმერთმა შეარგოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.