ჩვენი აზრით საბიუჯეტო დაფინანსება არაფერ შუაში არ არის ლეგიტიმაციასთან. თითქმის ყველა პარტიას, ჩვენს გარდა აქვს ოლიგარქიული მხარდაჭერა, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა თამარ ხვედელიანმა.
მისი თქმით, საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას არანაირი კავშირი არ აქვს არჩევნების აღიარებასთან.
ირკვევა, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგებით განსაზღვრულ დაფინანსებაზე ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებიდან სამი პარტია უარს არ ამბობს.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების შედეგების მიხედვით, პარტიების დაფინანსებას 6 პარტია მიიღებს: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“. უარი მხოლოდ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ პარტიამ განაცხადა.