პრეზიდენტს შევთავაზეთ სრული მხარდაჭერა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, მზად ვართ, 29 დეკემბრის შემდეგაც დავრჩეთ სასახლეში და გავხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც პრეზიდენტთან შეხვედრა დასრულდა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი ბევრ მექანიზმზე იყო, მათ შორის 29 დეკემბრის შემდეგ მის გვერდით დგომაზეც.
„შევთავაზეთ სრული მხარდაჭერა პრეზიდენტს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მზად ვართ, 29 დეკემბრის შემდეგაც დავრჩეთ სასახლეში და გავხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება. ეს არის ჩვენი შეთავაზება მხარდაჭერის სხვა ფორმასთან ერთად, რომელიც იქნება ლეგიტიმური, სამართლიანი და არაძალადობრივი. საუბარი იყო ბევრ მექანიზმზე. პირველი, წარდგენილი იქნება პირობები, რომლის მიხედვითაც, შეიძლება ჩატარდეს ჩვენთვის მისაღები, სამართლიანი არჩევნები და ეს არის დოკუმენტი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს. ადვილი არ არის, ჩვენ უნდა მოვიცვათ ფართო საზოგადოებრივი ფენები, ამიტომ იმართება აქ შეხვედრები. მათ შორის, რაც შევთავაზეთ, 29 დეკემბერი უკვე მალე იქნება, არის ერთ-ერთი მექანიზმი ფიზიკური მხარდაჭერა 29 დეკემბრის შემდეგ, მის გვერდით ფიზიკური დგომა, აქ ყოფნა და სასახლიდან არგასვლა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მისი თქმით, ბევრი მოსაზრება იყო გამოთქმული, წინასწარ იმის თქმა, თუ რა მოხდება, კონტრპროდუქტიულია.
„პარტიები მზად ვართ, მასთან ერთად გავრისკოთ ნებისმიერი ტიპის პასუხისმგებლობა, და ეს პასუხისმგებლობა გავიზიაროთ, და ამის დაფიქსირება არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ამ ინიციატივას მხარს უჭერს "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამიაც.
"ანა დოლიძემ გაახმოვანა ეს და ჩემი პერსონალური აზრია, რომ ძალიან მასშტაბური იქნება ეს მხარდაჭერა პრეზიდენტის მიმართ, ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული. მისი გადასაწყვეტია, როგორ წავა ეს ყველაფერი. ანას წინადადება იყო და მე პირადად სრულიად მხარს ვუჭერ იმას, რაც ანამ თქვა", - თქვა გვარამიამ.
ის შენობა სახელმწიფო საკუთრებაა და მიჩენილია ქვეყნის პრეზოდენტისთვის
ზურაბიშვილს ვადა გასდის და 29 დეკემბრიდან მისი ადგილი იქ არაა! 29-ის შემდეგ იქ ეს კუდიანი იქნება, თუ ჩემი მეზობელი არტურა, ერთი მნიშვნელობა აქვს
თუ გათვლა წიოკზეა, ეს 29-შივე იქნება ერთად გამოაპანჩურებენ იქიდან ზურაბიშვილს, დოლიძეს, ბესელიას
ითვისებთ? ართმევთ სახელმწიფოს?