„რადიკალები ვერ ხედავენ „ქართული ოცნების“ მილიონნახევარ ამომრჩეველს, თავიანთ მცირეწლოვან შვილებთან ერთად. ამ რაოდენობის ამომრჩეველს არც ისინი და არც მათი საერთაშორისო აგენტოკრატი პატრონები უბრალოდ არ იმჩნევენ, თითქოს არ არსებობენ“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არანაირი ასი და ორასი ათასი ადამიანი არ დგას ოპოზიციის აქციებზე, არამედ, ისინი არიან ერთი და იგივე ადამიანები, რომლებიც ხან ბებიების მარშს უერთდებიან და ხან - ბაბუების.
„ამ დროს, ჩვენ, [„ქართული ოცნების“ მილიონნახევარი ამომრჩეველი], ვარსებობთ და რადიკალებისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა და თვითცენზურა გვაქვს. რამდენჯერაც არ უნდა ყოფილიყო მოწოდება საპირისპირო მარშებსა თუ კონტრაქციებთან დაკავშირებით, გვესმოდა რომ ეს ყველაფერი მათ ინტერესებში შედიოდა, რადგან ცდილობდნენ, საზოგადოება როგორმე გამოეწვიათ და როგორმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიეყვანათ სიტუაცია. სიტუაცია კი არ არის ისეთი მწვავე, როგორსაც მას საერთაშორისო არენაზე ხატავენ. არანაირი ასი და ორასი ათასი ადამიანი არ დგას აქციებზე, ისინი არიან ერთი და იგივე ადამიანები, რომლებიც ხან ბებიების მარშს უერთდებიან და ხან - ბაბუების“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.