მიხეილ სააკაშვილი: გამიხარდებოდა, ნიკა გილაურმა ერთხელ მაინც ახსენოს, ვის დროს იყო პრემიერ-მინისტრი, გეგონება, ციდან ჩამოვარდა ყველა რეფორმა და პოლიტიკური მხარდაჭერა

მიხეილ სააკაშვილი: გამიხარდებოდა, ნიკა გილაურმა ერთხელ მაინც ახსენოს, ვის დროს იყო პრემიერ-მინისტრი, გეგონება, ციდან ჩამოვარდა ყველა რეფორმა და პოლიტიკური მხარდაჭერა

ნიკა გილაური იყო ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი. გამიხარდებოდა, ერთხელ მაინც ახსენოს, ვის დროს იყო პრემიერ-მინისტრი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გილაური ამჟამად ძალიან კარგ საქმეებს აკეთებს.

„ნიკა გილაური იყო ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი. გამიხარდებოდა, ერთხელ მაინც ახსენოს, ვის დროს იყო პრემიერ-მინისტრი. ისე ამბობს, გეგონება, ციდან ჩამოვარდა ყველა რეფორმები და პოლიტიკური მხარდაჭერა. ძალიან კარგ საქმეებს აკეთებს ნიკა, მინდა, მისი მეგობრების ინიციატივებს მთლიანად მივესალმო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.