თბილისში, არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი დაჭრა. 16 წლის მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი. მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დანაშაული ზესტაფონის ქუჩაზე მოხდა. პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.
"კურიერი" დაჭრილის დედას ესაუბრა, მშობელი კონკრეტულ დაჯგუფებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პირი, რომელიც მის შვილს თავს დაესხა, ნაცისტური დაჯგუფების წევრია. მისი თანმხლები პირები კი თავდასხმის მომენტში ნიღბებით იყვნენ.
დაჭრილის დედის თქმით, პირი, რომელმაც სავარაუდო დანაშაული ჩაიდინა არის "ნაცისტური" დაჯგუფების წევრი და ის თავის მოაზრეებთან ერთად გადაადგილდება ნიღბებით, რათა არ მოხდეს დანაშაულის ჩადენაში შემდეგ მისი იდენტიფიკაცია.
როგორც მშობელი ამბობს, დანაშაულის ჩადენის დღესაც, ისინი ნიღბებით გადაადგილდებოდნენ.
დედის თქმით, დაახლოებით სამი წლის წინ, მის შვილსა და მოზარდს შორის მოხდა კონფლიქტი, თუმცა სკოლა შეიცვალეს და ერთი შეხედვით კონფლიქტი ამოწურული იყო, თუმცა შემთხვევამდე ცოტახნით ადრე, მზარდმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 16 წლის პირის მოკვლას აპირებდა, თუმცა მან ეს პოსტი მალევე წაშალა.
"რაღაც დაჯგუფებაა "ნაცისტების", სამი წლის წინ, შეხლა შემოხლა მოხდა და სკოლაში მოაყენა ნიღბიანი ბიჭები, მერე თითქოს ჩაწყნარდა ყველაფერი, მაგრამ სულ ემუქრებოდა, ოღონდ დიდი ბიჭებით, მაგრამ როგორც ვხვდები ბიძამ ყველაფერი იცოდა. გიოს ვერ იტანდა. დაინახავენ ვიღაცას თუ არ მოეწონათ შეიძლება დანა გაუყარონ. ჩემ შვილთან რა უნდოდა არ ვიცი, გაგებაში არ ვარ იმიტომ, რომ ეს ბავშვი გადავიდა ამ სკოლიდან. მერე, თურმე დაუწერინებიათ უნდა მოკლაო. როცა გაიგო, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია მოგვივიდა უცებ აიღო სტატუსი", - განაცხადა დაჭრილის დედამ.