არჩილ გორდულაძე: საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არის მამუკა ხაზარაძე, პოლიტიკაში თავისი დანაშაულებრივი ქმედებების გადასაფარად და ინდულგენციის მისაღებად შემოვიდა, რაც არ გამოუვიდა

არჩილ გორდულაძე: საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არის მამუკა ხაზარაძე, პოლიტიკაში თავისი დანაშაულებრივი ქმედებების გადასაფარად და ინდულგენციის მისაღებად შემოვიდა, რაც არ გამოუვიდა

საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არის მამუკა ხაზარაძე, პოლიტიკაში მხოლოდ იმიტომ შემოვიდა, რომ თავისი დანაშაულებრივი ქმედებები როგორმე გადაეფარა და ინდულგენცია მიეღო, რაც არ გამოუვიდა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, ადამიანი, რომელიც გმირ ჯარისკაცებს მოუწოდებს, მთავარსარდალს არ დაემორჩილონ და მის მიერ დადებულ ფიცს პატივი არ სცენ, ამაზე დაბლა როგორ უნდა დაეცეს.

„საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არის მამუკა ხაზარაძე. ეს ის ადამიანია, ვინც ცდილობდა, ქართველების ჯიბიდან მილიარდნახევარი ამოეღო და საკუთარ ჯიბეში გადაეტანა. ეს ადამიანი ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ის პოლიტიკაში მხოლოდ იმიტომ შემოვიდა, რომ თავისი დანაშაულებრივი ქმედებები როგორმე გადაეფარა და ინდულგენცია მიეღო, რაც არ გამოუვიდა. ახლა იქამდე დაეცა და იქამდეა მისული ეს რიგითი ჯაშუში თავისი პატრონების დავალების შესრულების პროცესში, რომ ჯარს ლამის ამბოხისკენ მოუწოდებს. ადამიანი, რომელიც გმირ ჯარისკაცებს მოუწოდებს, მთავარსარდალს არ დაემორჩილონ და მის მიერ დადებულ ფიცს პატივი არ სცენ, ამაზე დაბლა როგორ უნდა დაეცეს ადამიანი, არ ვიცი. ეს ადამიანები დაცემის ახალ-ახალ სიღრმეებს აღწევენ. ჩვენმა ქვეყანამ ჯარის მიმართ მოწოდება ერთხელ უკვე გაიარა და ამ ყველაფერს ძმათამკვლელი ომი მოჰყვა. ამ ადამიანებმა კარგად გაითავისონ, რა განცხადებებს აკეთებენ. არ მჯერა, რომ მათ ეს გააზრებული არ აქვთ, პირიქით, მათი ქმედებები ხალხში დაპირისპირების არსებობის მიზანს ემსახურება“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.