VSquare: ვაშინგტონში უნგრეთის ლობირების შესახებ ახალი დოკუემტები ხდება ცნობილი

VSquare: ვაშინგტონში უნგრეთის ლობირების შესახებ ახალი დოკუემტები ხდება ცნობილი

საინფორმაციო პორტალმა VSquare-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ვაშინგტონში უნგრეთის მთავრობის ლობირებაზეა საუბარი.

სტატიის მიხედვით, ამა წლის ოქტომბერში ამერიკელმა ლობისტმა დევიდ რებოიმ, რომელიც უნგრეთის მთავრობის მიერ იყო დაქირავებული, მისი მოღვაწეობის ანგარიში გამოაქვეყნა.

რებოი, რომელიც ადრე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კამპანიაში მონაწილეობდა, აშშ-ის თოქ-შუებში უნგრელი პოლიტიკოსების დაპატიჟებას ცდილობდა, მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა. რებოის აგრეთვე გადაუხადეს ფული იმაში, რომ მას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მთავრობა სოციალურ ქსელ X-ში უნდა დაეცვა.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სულ უფრო შეშფოთებულია ორბანის მთავრობის ლობირებით ვაშინგტონში, რომელსაც ის ამერიკის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევად აფასებს.

„ბოროტი ჯორჯ სოროსი ითხოვს, რომ ბაიდენმა და ევროკავშირმა უნგრეთი და პოლონეთი გაანადგურონ. ჩვენ ამას წინ უნდა აღვუდგეთ“, - ეს არის პოსტი სოციალურ ქსელ X-ში, რომელიც აშშ-ში უნგრეთის საელჩომ დაუკვეთა.

რებოის მიერ ამერიკული FARA-ს კანონის შესაბამისად ქვეყნის იუსტიციის დეპარტამენტისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ჩანს, თუ რომელ ამერიკულ მედიასთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობდა ის, რათა პრესაში უნგრეთის მთავრობა უკეთ დაეცვა.

ერთ-ერთი ასეთი იყო კონსერვატიული გამოცემა Washington Examiner-ის ჟურნალისტი ტომ როგანი, რომელიც მიუხედავად მიღებული დაკვეთისა, ორბანის მთავრობის კრიტიკას აგრძელებდა. ამა წლის იანვარში მან სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ უნგრეთის წევრობა ნატოში უნდა შეჩერდეს, რადგან ამ ქვეყანაში რუსი ჯაშუშები თავისუფლად მუშაობენ.