საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის იდეას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება.
„სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა თავის დროზე წინადადება, რომ შეექმნათ ტექნიკური მთავრობა, ჩრდილოვანი მთავრობა, პრემიერ-მინისტრის კანდიდატი წარედგინათ. ვფიქრობ, ეს არის პოლიტიკური ტრიუკი, გარკვეული ნაბიჯი იმისათვის, რომ ხალხს პროცესი დაანახოს. ამაში არანაირი შინაარსი არ დევს გარდა იმ დესტრუქციისა, რასაც თავიდან მიჰყვებიან სალომე ზურაბიშვილი და ეს რადიკალური, პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც გაერთიანებულები არიან „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სახელის ქვეშ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.