ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ გაცილებით მძიმე დასკვნები გვინახავს, ამ შემთხვევაში, საერთოდ არ შეხებიან ისინი ისეთ საკითხებს, რომელზეც ჩვენი ოპოზიცია სპეკულირებდა. არათუ 300 ათასი, 300 გაყალბებული ხმის შესახებაც იქ არაფერი იყო ნათქვამი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს ეუთო/ოდირის დასკვნაზე არჩევნებთან დაკავშირებით და რამდენად შეუძლია ოპოზიციას ის სპეკულაციებისთვის გამოიყენოს.
„[ოპოზიცია] ვერანაირი სპეკულაციისთვის ვერ გამოიყენებს იმიტომ, რომ პრაქტიკულად იგივე დასკვნა, რომელიც ჯერ იყო შუალედური, წინასწარი, მათ მოიხსენიეს ძალიან ცუდად და ებრძოდნენ ამ დასკვნას და ახლა თითქოს გაუხარდათ ის, რაც ანალოგიური სახით, ოდნავ ვრცელი სახით იქნა ეუთო/ოდირის მიერ წარმოდგენილი. ყველა შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კითხვები და სპეკულაციები, რაც ჩვენი ოპოზიციის მხრიდან იყო გახმოვანებული, არცერთი მათგანი, პუნქტის სახით არ ასახულა ეუთო/ოდირის დასკვნაში. იქ არის კრიტიკული შენიშვნები, ამას არავინ უარყოფს, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ გვაქვს ეუთო/ოდირის დასკვნები, გაცილებით კრიტიკული და რამდენიმე დღის წინ შალვა პაპუაშვილმა გაახმოვანა ეუთო/ოდირის ძალიან მძიმე დასკვნის რამდენიმე პუნქტი, რომელიც საბოლოოდ აღმოჩნდა რომ შეეხებოდა აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს.
ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ გაცილებით მძიმე დასკვნები გვინახავს, ამ შემთხვევაში, საერთოდ არ შეხებიან ისინი ისეთ საკითხებს, რომელზეც ჩვენი ოპოზიცია სპეკულირებდა. არათუ 300 ათასი, 300 გაყალბებული ხმის შესახებაც იქ არაფერი იყო ნათქვამი. უამრავი პუნქტი იყო ემიგრანტებთან დაკავშირებით, უცხოეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და ასეთი [ხმების გაყალბებაზე] კითხვის ნიშნები დასკვნაში არ გახმოვანებულა. ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ იგივეა, ოდნავ ვრცელი სახით. პირველ შემთხვევაში თქვეს, რომ ეს არის კატასტროფა, მეორე შემთხვევაში თქვეს, რომ ეს არის კარგი. ასეთი არათანმიმდევრულობა უკვე ღიად, მტკიცებულების სახით წარმოაჩენს, რომ ისინი [ოპოზიცია] უბრალოდ იმას კი არ დაეძებენ, რაც წერია, როგორც გააპიარებენ, იმაზე აქვთ გადატანილი აქცენტი. რა თქმა უნდა ეს სპეკულაციაც არ გავა“, - აღნიშნა მდინარაძემ.