თამარ ჩიბურდანიძე: “ხალხის ძალა” აჩვენებს საზოგადოებას მაღალ პოლიტიკურ კულტურას და საგნობრივ ოპონირებას. ქვეყანაში ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ოპოზიცია დღემდე ქვების სროლით არის დაკავებული

თამარ ჩიბურდანიძე: “ხალხის ძალა” აჩვენებს საზოგადოებას მაღალ პოლიტიკურ კულტურას და საგნობრივ ოპონირებას. ქვეყანაში ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ოპოზიცია დღემდე ქვების სროლით არის დაკავებული

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე „ხალხის ძალის“ წევრების მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ეხმიანება.

„საპარლამენტო არჩევნების დროს ჩვენ ვიყავით ერთად, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვირჩევთ საგნობრივ ოპონირებას ხელისუფლებასთან“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ „ხალხის ძალის“ წევრების ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

თამარ ჩიბურდანიძის განმარტებით, ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა მარგინალური ოპოზიციაა, რომლის მიზანიც კრიზისის შექმნაა. მისი თქმით, „ხალხის ძალა“ საზოგადოებას ოპონირების პოლიტიკურ კულტურას აჩვენებს.

„“ხალხის ძალა” უმრავლესობას ტოვებს და ოპოზიციაში გადადის. საპარლამენტო არჩევნების დროს ჩვენ ვიყავით ერთად, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვირჩევთ საგნობრივ ოპონირებას ხელისუფლებასთან.  

ყველაზე დიდი პრობლემა ქვეყანაში არის მარგინალური ოპოზიცია, რომელსაც არც ძალა აქვს და არც სურვილი, შექმნას სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი მოვლენები. ასეთი ოპოზიცია ამუხრუჭებს ქვეყანას და არ აძლევს განვითარების საშუალებას. მათი მიზანი ერთადერთია - შექმნან პოლიტიკური კრიზისი და კოლაფსი ქვეყანაში. ნამდვილი ოპოზიციის ადგილი ისედაც თავისუფალი იყო ბოლო წლები, მაგრამ ახლა ბოლომდე თავისუფლდება. 

“ხალხის ძალა” აჩვენებს საზოგადოებას ოპონირების მაღალ პოლიტიკურ კულტურას და დარგობრივ პროფესიონალიზმს. ქვეყანაში ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ოპოზიცია დღემდე მხოლოდ ქვების სროლით არის დაკავებული. ვდგებით იქ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით დღეს ქვეყანას,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე.