ნაცმოძრაობის ტელევიზიებში ხდება ერთი რამ, მათი პატრონები არიან უკმაყოფილოები, რომ რევოლუციისთვის არ გამოადგათ ეს ტელევიზიები, როგორც იარაღი და ახლა გადაყრიან ჟურნალისტებს, მოიშორებენ იმიტომ, რომ მათთვის ისინი არიან მხოლოდ იარაღი, ინსტრუმენტი, რომ რევოლუცია მოხდეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციასთან აფელირებული არხების მფლობელები ახლა თავის მართლების რეჟიმში არიან.
„რევოლუცია ვერ მოაწყვეს, მუხტი ამ შემთხვევაში ჩაქრა, სიმართლე არ არის მათ მხარეს და ტყუილი ვერ გააქვთ და ვინაიდან ამ ტელევიზიებმა ვერ შეძლეს რევოლუციური მუხტის აგორება შესაბამისად ამისა ისინი უკვე გამოუყენებლები არიან მათი პატრონებისთვის.
ახლა ისინი თავს იმშვიდებენ, ორი მხარეა შიგნით. ერთიც ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ აბრალებს, მეორეც ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ აბრალებს. ერთი ნაცი მეორე ნაცს ეჩხუბება ტელევიზიაზე და დამნაშავე ჩვენ ვართ. რანაირი ლოგიკაა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.