ევროპარლამენტარი: დროა შეწყდეს უცხოური ჩარევა საქართველოში

ევროპარლამენტარი: დროა შეწყდეს უცხოური ჩარევა საქართველოში

გერმანელი ევროპარლამენტარი, ტომაშ ფროელიხი საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება.

სოციალურ ქსელ X-ში ის საქართველოში უცხოურ გავლენაზე ამახვილებს ყურადღებას.

„დროა შეწყდეს უცხოური ჩარევა საქართველოში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ტომაშ ფროელიხი სალომე ზურაბიშვილის პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც ის პარტნიორებს საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოქმედებებისკენ მოუწოდებს.