სულ ახლახან, Apple-მა iPhone 16-ის სერიის სმარტფონები წარმოადგინა, რომლებმაც ტრადიციულად, გაიმყარეს მობილურების ბაზარზე ლიდერი პოზიციები.
iPhone უკვე წლებია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სმარტფონად მსოფლიოში, მისი დიზაინი, ფუნქციები და უახლესი ტექნოლოგიები მომხმარებლებს მუდმივად იზიდავს.
iPhone 16, iPhone 16 Pro და iPhone 16 Pro Max გამორჩეულია უფრო მძლავრი პროცესორით, გაუმჯობესებული კამერებითა და ხელოვნური ინტელექტის ახალი ფუნქციებით.
ძირითადი გაუმჯობესებები iPhone 16-ის ყველა მოდელში
მძლავრი პროცესორი A18 ჩიპით: iPhone 16 სერია აღჭურვილია ახალი A18 ჩიპით (Pro მოდელები იყენებენ A18 Pro ჩიპს), რომელიც 3-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. ეს პროცესორი 30%-ით უფრო სწრაფია, რაც მულტითასქინგსა და გრაფიკით დატვირთულ აპლიკაციებში უკეთეს წარმადობას უზრუნველყოფს
გაუმჯობესებული Siri, ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით: Siri ახლა მუშაობს მოწყობილობის შიგნით, რაც პასუხების მიწოდების სისწრაფეს აუმჯობესებს და მის გამოყენებას უფრო კომფორტულს ხდის. Pro მოდელები დამატებით ფუნქციებს გვთავაზობს, რითაც Siri-ს უფრო რთული ამოცანების შესრულება შეუძლია
გაუმჯობესებული კამერა: iPhone 16-ის ყველა მოდელი აღჭურვილია გაუმჯობესებული კამერებით, თუმცა Pro მოდელები, ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩევა.
iPhone 16 Pro-ს აქვს 48 მეგაპიქსელიანი ულტრა-ფართო ლინზა, რომელიც ღამით გადაღების შესაძლებლობებს აძლიერებს. Pro მოდელებში, ასევე, განთავსებულია „კამერის კონტროლის“ ღილაკი, რომელიც გადაღების პროცესს უფრო კომფორტულს ხდის.
iPhone Pro და Pro Max მოდელების განსაკუთრებული მახასიათებლები
iPhone 16 Pro და Pro Max-ს უფრო დიდი ეკრანები (6.3 ინჩი Pro მოდელისთვის და 6.9 ინჩი Pro Max-ისთვის) და ტიტანის კორპუსი აქვს. ტიტანი ტელეფონს უფრო გამძლეს და მსუბუქს ხდის, რაც სითბოს ნაკლებად გამოყოფას უწყობს ხელს და ბატარეის ხანგრძლივობას ზრდის
ახალი ფოტო და ვიდეო რედაქტირების შესაძლებლობები: Pro მოდელები Photographic Styles-ს იყენებს, რაც სურათებს ფერთა და ტონალობის ლოკალურ კორექტირებას უკეთებს, ფილტრის გარეშე. ასევე, Audio Mix საშუალებას აძლევს ვიდეოში ხმაურის წაშლას ან ხმის ხარისხის გაუმჯობესებას.
Apple-ის ხელოვნური ინტელექტის ინოვაციები: iPhone 16 Pro მოდელები Apple-ის AI ინსტრუმენტებს, მაგალითად, Image Playground-სა და Genmoji-ის იყენებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს პერსონალური ემოჯები და გრაფიკები შექმნას. ეს ინსტრუმენტები, Pro მოდელების მძლავრი A18 Pro ჩიპთან ერთად, სურათების და ვიდეოების უფრო კრეატიულ რედაქტირებას უზრუნველყოფს
რატომ უნდა განაახლო აიფონი? iPhone 16 სერია იდეალურია როგორც ფოტოგრაფიის მოყვარულებისთვის, ასევე, მომხმარებლებისთვის, რომლებიც ტექნოლოგიურ სიახლეებს აფასებენ. შეარჩიე შენთვის სასურველი მოდელი ექსტრაზე და ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებებით.