Bloomberg: საფრანგეთის მთავრობა რღვევის ზღვარზეა

Bloomberg: საფრანგეთის მთავრობა რღვევის ზღვარზეა

საფრანგეთის მთავრობა რღვევის ზღვარზეა, რადგან პრემიერ-მინისტრმა მიშელ ბარნიემ ბიუჯეტი პარლამენტში კენჭისყრის გვერდის ავლით დაამტკიცა. სტატიას ამ შინაარსით Bloomberg-ი ავრცელებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საფრანგეთის პრემიერის ამ გადაწყვეტილების გამო ოპოზიციურმა პარტიებმა პირობა დადეს, რომ მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებენ. საკითხს შესაძლოა ხვალვე უყარონ კენჭი.

Bloomberg-ის ცნობით, ბარნიეს მთავრობის გადაყენების მიზნით, ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი მემარცხენე კოალიციაც შეუერთდება.