„მას ფეხბურთელს ვეღარ ვუწოდებ

„მას ფეხბურთელს ვეღარ ვუწოდებ" - ფრანგმა ჟურნალისტმა მბაპე მკაცრად გააკრიტიკა

ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ გააკრიტიკა მადრიდის „რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი კილიან მბაპე მიმდინარე სეზონში ცუდი თამაშის გამო.

„აშკარაა, რომ ეს ბიჭი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის. მისი ტვინი არეულია. უკვე იმის ცქერაც საშინელებაა, პენალტებს როგორ ასრულებს. მბაპე ამ დროისთვის ისეთ ცუდ ფორმაშია, რომ მას ფეხბურთელს ვეღარ ვუწოდებ. მოედანზე არაფერს აკეთებს, ვერაფერს აღწევს, ნორმალურად სირბილიც კი არ შეუძლია. ის ნამდვილად ფსკერზეა.

გინახავთ ოდესმე ფეხბურთელი ასე გაქრეს? ის ფსიქიკურად დაზიანებულია იმდენად, რომ მოედანზე გადაადგილება არ შეუძლია. უფრო და უფრო ეტყობა, მის სხეულს აღარ სურს ფეხბურთის თამაში. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველაფერი დასრულდა, ცეცხლი ჩაქრა“, - ციტირებს რიოლოს სიტყვებს RMC Sport.