მამუკა მდინარაძე: შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ დღეს არანაკლები პოლიტიკური სტრესი მიიღო ქართულმა აგენტურულმა ოპოზიციამ, ვიდრე არჩევნების წაგების დღეს, ვინაიდან, მათ ჩაეფუშათ მომდევნო ოთხი წლის გეგმები

მამუკა მდინარაძე: შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ დღეს არანაკლები პოლიტიკური სტრესი მიიღო ქართულმა აგენტურულმა ოპოზიციამ, ვიდრე არჩევნების წაგების დღეს, ვინაიდან, მათ ჩაეფუშათ მომდევნო ოთხი წლის გეგმები

შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ დღეს არანაკლები პოლიტიკური სტრესი მიიღო ქართულმა აგენტურულმა ოპოზიციამ, ვიდრე არჩევნების წაგების დღეს, ვინაიდან მათ ჩაეფუშათ მომდევნო ოთხი წლის გეგმები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო ოთხი წლის გეგმა იყო, რომ რომელიღაცა გაზაფხულზე ან შემოდგომაზე მათ უნდა მოეხდინათ რევოლუცია, მათ უნდა ჰქონოდათ მინიმუმ მცდელობები.

„თავად ევროპელები ამბობენ, რომ 2030 წლამდე გაფართოება აღმოსავლეთით ვერ მოხდება ევროკავშირის. არ იგეგმება. ევროკავშირის განცხადებაა. მაქსიმუმ წელიწად-ნახევარი, ორი წელი სჭირდება მოლაპარაკებების დაწყებიდან მოლაპარაკებების დასრულებას. ტექნიკურად, ფორმალურად, რეალურად, პრაქტიკულად ეს ასეა.

ჩვენ ვამბობთ, იმისათვის, რომ ამ ხალხს, რომლებზეც ვიცით, რომ ამ საკითხის გამოყენება უნდათ შანტაჟის იარაღად, ამ შანტაჟის იარაღს ხელიდან ვაცლით, გეგმებს ვუფუშავთ, ტურბულენტობა აღარ იქნება ამ ქვეყანაში, იმიტომ არიან გაგიჟებულები. რა აკეთონ ახლა მომავალი ოთხი წელი არ იციან, დღემდე, ამ მომენტამდე. სხვათა შორის, შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ დღეს არანაკლები პოლიტიკური სტრესი მიიღო ქართულმა აგენტურულმა ოპოზიციამ, ვიდრე არჩევნების წაგების დღეს, ვინაიდან მათ ჩაეფუშათ მომდევნო ოთხი წლის გეგმები. მომდევნო ოთხი წლის გეგმა იყო, რომ რომელიღაცა გაზაფხულზე ან შემოდგომაზე მათ უნდა მოეხდინათ რევოლუცია, მათ უნდა ჰქონოდათ მინიმუმ მცდელობები.

დღეს ჩვენ რომ ეს გადაწყვეტილება არ მიგვეღო გაზაფხულზე დაიწყებდნენ ყვირილს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკებები ვერ გახსნა, ევროკავშირმა „ქართულ ოცნებას“ უთხრა უარი. საქართველოს კი არა, „ქართულ ოცნებას“, ასე იტყოდნენ, მოლაპარაკებების გახსნაზე, ხალხო, გამოდით უარი, გავუშვათ ესენი, ესენი მიდიან რუსეთისკენ, ასეთი პროვოკაციული, მანიპულაციური, ტყუილი, ფეიკ განცხადებებით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.