ირაკლი კობახიძე: იგეგმება 70 ათას მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური სტადიონის მშენებლობა, რომელიც ქვეყნის იმიჯის დამატებით გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს

ირაკლი კობახიძე: იგეგმება 70 ათას მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური სტადიონის მშენებლობა, რომელიც ქვეყნის იმიჯის დამატებით გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს

იგეგმება 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა, რომელიც იქნება ე.წ. ლენდმარკ პროექტი, რომელიც ქვეყნის იმიჯის დამატებით გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სტადიონი გათვლილი იქნება, როგორც ფეხბურთზე, ასევე რაგბზე.

„სპორტის სფეროში დაანონსებული გვაქვს მნიშვნელოვანი მეგაპროექტი. ეს არის ახალი სტადიონის მშენებლობა, რომელიც დაახლოებით 70 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი, ეს სტადიონი მოგვცემს ჩემპიონთა ლიგის და სხვა მაღალი რანგის ტურნირების მასპინძლობის საშუალებას. ეს სტადიონი გათვლილი იქნება როგორც ფეხბურთზე, ასევე რაგბიზე. ასევე გვექნება არაჩვეულებრივი საკონცერტო ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. აშენდება მულტიფუნქციური სტადიონი. ეს იქნება ე.წ. ლენდმარკ პროექტი, რომელიც ზოგადად ქვეყნის იმიჯის დამატებით გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.