„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას Sky News ეხმაურება.
Sky News-ის ცნობით, „მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფეხბურთელი საქართველოს მომავალი პრეზიდენტი გახდება.
„საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მომავალ პრეზიდენტად ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი და პრემიერლიგის მოთამაშე, 53 წლის მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.“ - აღნიშნულია Sky News-ის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს აღწერაში.