მილანის „ინტერის“ პოლონელი ფეხბურთელი, პიოტრ ჟელინსკი “ლაიფციგთან“ (1:0) მოგებული მატჩი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
პოლონელმა ფეხბურთელმა, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მიუხედავად ბევრი კლუბის ინტერესისა მხოლოდ „ინტერში“ თამაში სურდა.
„ზაფხულში ჩემი დამატება არსენალს, იუვენტუსს, ბარსელონას, ლივერპულს და ატლეტიკოს სურდათ,მაგრამ მე მხოლოდ ინტერში თამაში მინდოდა.“-განაცხადა ჟელინსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პიოტრ ჟელინსკი „ინტერის“ რიგებს 2024 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მას "ნერაძურის" მაისურით ყველა ტურნირზე 14-ჯერ ითამაშა და 2 გოლის გატანა მოახერხა.