მამუკა მდინარაძე: ევროპარლამენტის ბანერის ფონზე რომ დადგნენ გვარამია და მისი ძმაკაცები, რა ხდებოდა ხომ არ იცით? რა ლეგიტიმაციით იყვნენ? წარმოიდგინეთ, რამხელა ფარსია

მამუკა მდინარაძე: ევროპარლამენტის ბანერის ფონზე რომ დადგნენ გვარამია და მისი ძმაკაცები, რა ხდებოდა ხომ არ იცით? რა ლეგიტიმაციით იყვნენ? წარმოიდგინეთ, რამხელა ფარსია

ევროპარლამენტის ბანერის ფონზე რომ დადგნენ გვარამია და მისი ძმაკაცები, რა ხდებოდა ხომ არ იცით? რა ლეგიტიმაციით იყვნენ? წარმოიდგინეთ, რამხელა ფარსია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას, ევროპარლამენტში ვიზიტს.

მისი თქმით, „ნიკა გვარამიამ ვერ მოითმინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნა.“

„ევროპარლამენტის ბანერის ფონზე რომ დადგნენ გვარამია და მისი ძმაკაცები, რა ხდებოდა ხომ არ იცით? რა ლეგიტიმაციით იყვნენ? წარმოიდგინეთ, რამხელა ფარსია. ევროპარლამენტის ბანერზე რომ იდგნენ და განცხადებებს აკეთებდნენ, ამისი ლეგიტიმაცია საიდან? რაღაცაში ხომ არ არის საქმე?

ჩვენ მივეჩვიეთ უკვე, გაგვიწყალდა ეს განცხადებები და ხალხი მიხვდა, რომ არაფერს არ ნიშნავს საერთოდ ეს ჰაერში ნასროლი სიტყვები. გვარამიამ ვერც კი მოითმინა, არჩევნები ახალი მორჩენილია და ვერც მოითმინა, მიშა სააკაშვილს რომ გაემიჯნა.

ვინც გვარამიას მიეცით ხმა იმ მიზეზით, რომ დაიჯერეთ, რომ გვარამია „ნაცი“ არ არის, მერე ხმა რომ მიეცით, პარლამენტში მოახვედრეთ და ახლა გამოდის და ამბობს, სააკაშვილი გაათავისუფლეთ სასწრაფოდო, ევროპაში პირველივე მესიჯს რომ ამას ახმოვანებს, როგორ ვუთხრა ვინმეს ახიაო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.