თამთა მეგრელიშვილი: საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილია

თამთა მეგრელიშვილი: საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილია "ხალხის ძალის" ღირსეული წევრი მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილია "ხალხის ძალის", ჩემი გუნდის ღირსეული წევრი მიხეილ ყაველაშვილი. ის არის პატრიოტი, ქვეყნისა და ოჯახის ერთგულებით გამორჩეული პიროვნება და საინტერესო და წარმატებით აღსავსე ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ადამიანი, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. 

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და ახალი პრეზიდენტის არჩევა ამერიკული მოდელით, 300 წევრისგან შექმნილი უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე საარჩევნო კოლეგიის მიერ მოხდება.

„საქართველოში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და ახალი პრეზიდენტის არჩევა ამერიკული მოდელით, 300 წევრისგან შექმნილი უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე საარჩევნო კოლეგიის მიერ მოხდება.
არჩევნები ჩაინიშნა არაუგვიანეს 2024 წლის 14 დეკემბრისა, ხოლო ინაუგურაცია ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წლის 29 დეკემბრისა და ამით სრულად იქნება დაცული კონსტიტუციაში განსაზღვრული 5 წლიანი საპრეზიდენტო ვადა.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილია "ხალხის ძალის" ჩემი გუნდის ღირსეული წევრი მიხეილ ყაველაშვილი.
ის არის პატრიოტი, ქვეყნისა და ოჯახის ერთგულებით გამორჩეული პიროვნება და 
საინტერესო და წარმატებით აღსავსე ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ადამიანი.
ვულოცავ მას ამ საინტერესო გამოწვევას და ვუსურვებ წარმატებებს ჩემი და ჩვენი გუნდის "ხალხის ძალის" სახელით“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.