ჰოლანდი „ბარსელონაში“?

ჰოლანდი „ბარსელონაში“?

„მანჩესტერ სიტის" 24 წლის ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა შესაძლოა ინგლისური გუნდი დატოვოს, იუწყება El Gol Digital.

წყაროს ცნობით, ჰოლანდი შესაძლოა „ბარსელონაში“ გადავიდეს, მაგრამ ეს 2026 წლის ზაფხულამდე არ მოხდება. 2026 წელს რობერტ ლევანდოვსკი გუნდს დატოვებს. კატალონიელები დარწმუნებულნი არიან, რომ ჰოლანდი მათ პროექტს აირჩევს. თავად ჰოლანდი ლა ლიგაში თამაშზე ოცნებობს.

2024/2025 წლების სეზონში ფორვარდმა პრემიერლიგაში 12 გოლი გაიტანა.