პრეზიდენტობის კანდიდატი გარანტირებულად იქნება ადამიანი, რომელზეც ყველა იქნება დარწმუნებული, რომ ის მხოლოდ საკუთარ სამშობლოს ემსახურება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
„[სალომე ზურაბიშვილი] უცხოეთში უნებართვო ვიზიტებს ახორციელებდა, საქართველოს პარლამენტმა გადაიხია თავზე კონსტიტუციაო. რაღაზე ველაპარაკოთ?! [პრეზიდენტი] მინიმუმ ასეთი არ უნდა იყოს. პრეზიდენტობის კანდიდატი გარანტირებულად იქნება ადამიანი, რომელზეც ყველა იქნება დარწმუნებული, რომ ის მხოლოდ საკუთარ სამშობლოს ემსახურება. დანარჩენი - ადამიანური თვისებები, კომპეტენცია და ბევრი სხვაა, მაგრამ მთავარია, იყოს ქართველი და ეს არ არის მხოლოდ გენეტიკურ ნაწილზე საუბარი. ქართველი უნდა იყოს და ემსახურებოდეს საქართველოს“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ამერიკული მოდელით პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება, ინაუგურაცია კი - 29 დეკემბერს.