ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯუზეპე ბერგომიმ „რომას“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას 66-ე წუთზე შეცვლაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ანტონიო კონტესთვის ფეხბურთელის სახელს მნიშვნელობა არ აქვს, თუ ის გრძნობს, რომ მისი მოთამაშე მოედანზე სახიფათო აღარაა, ნებისმიერს შეცვლის.
„კონტე სახეში არავის უყურებს. მაგალითად, „ინტერთან“ ის მოედანზე 90 წუთი დატოვა. მწვრთნელი ყოველთვის გრძნობს, არის თუ არა, ფეხბურთელი მოედანზე სახიფათო, თუ კონტე შეამჩნევს, რომ ის სახიფათო შეიძლება იყოს მეტოქეებისთვის, არასდროს შეცვლის. კვარაცხელიამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა და ვფიქრობ, ამიტომაც შეცვალა“, - თქვა ბერგომიმ.
ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე პასია.
„ნაპოლი“ 29 ქულით ლიდერობს სერია A-ს, შემდეგ მოდიან „ატალანტა“, „ინტერი“ და „ფიორენტინა“, რომლებსაც 28-28 ქულა აქვთ. მომდევნო ტურში ანტონიო კონტეს გუნდი პირველ დეკემბერს, „ტორინოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.