მამუკა მდინარაძე: ყოველთვის ვახერხებდით, რომ გუნდური გადაწყვეტილებები მიგვეღო - დღეს ისე, როგორც არასდროს, „შენი და ჩემი კადრები“ არ არსებობს, არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები

მამუკა მდინარაძე: ყოველთვის ვახერხებდით, რომ გუნდური გადაწყვეტილებები მიგვეღო - დღეს ისე, როგორც არასდროს, „შენი და ჩემი კადრები“ არ არსებობს, არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები

ჩვენთან ისე როგორც არასდროს, არ არსებობის შენი და ჩემის განცდაც კი. ყოველთვის ვახერხებდით გუნდის წევრები, რომ გუნდური გადაწყვეტილებები მიგვეღო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებებს ეხებოდა.

„დღეს ისე, როგორც არასდროს, შენი და ჩემი კადრები აღარ არსებობს, არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები. „ქართული ოცნების“ ერთგული და თავისი ქვეყნის ერთგული ადამიანები არიან ვინც მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლა და შესაბამისად, არც სოფლის მეურნეობის მინისტრი, არც რატი ბრეგაძე და არც ილია დარჩიაშვილი უჩივის ქვეყნისა და გუნდის ერთგულებას“, - აღნიშნა მდინარაძემ.