ვაჟა სირაძემ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს განუმარტა, რომ აქციის მონაწილეებს შეუძლიათ, რუსთაველის გამზირზე მსვლელობა ფეხით, ავტომობილების გარეშე გააგრძელონ

ვაჟა სირაძემ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს განუმარტა, რომ აქციის მონაწილეებს შეუძლიათ, რუსთაველის გამზირზე მსვლელობა ფეხით, ავტომობილების გარეშე გააგრძელონ

რადიკალური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პოლიციის მიერ გადაკეტილ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მისასვლელად ავტომობილებით გადადგილებას ითხოვენ.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, რომელმაც აქციის ორგანიზატორებს განუმარტა, რომ მათ რუსთაველის გამზირზე ავტომობილების გარეშე, ფეხით გადაადგილება შეუძლიათ. აღნიშნულის მიუხედავად, ხატია დეკანოიძე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მისასვლელად ავტომობილებით გადადგილებას ითხოვდა.

რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის შენობისკენ მიემართებოდნენ.