გიორგი ვაშაძე კვლავ იმეორებს, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ, თუმცა, არ აკონკრეტებს უარს იტყვიან თუ არა საბიუჯეტო დაფინანსებაზეც

გიორგი ვაშაძე კვლავ იმეორებს, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ, თუმცა, არ აკონკრეტებს უარს იტყვიან თუ არა საბიუჯეტო დაფინანსებაზეც

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მანდატებზე უარს ამბობენ.

„ჩვენ ამ მანდატებზე ვამბობთ უარს“, - განაცხადა ვაშაძემ.

თუმცა, იგი არ აკონკრეტებს, იტყვის თუ არა უარს საბიუჯეტო დაფინანსებაზე, რაც მათ არჩევნების გათვალისწინებით უნდა მიიღონ.

მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება. რადიკალური ოპოზიციის ლიდერები მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს და ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ მინიჭებულ მანდატებზე უარი თქვეს.