ნუკრი შოშიაშვილი: მომავალი ორი წელი იქნება პერიოდი, როდესაც არსებული ოპოზიციური პოლიტიკური სისტემა სხვა პოლიტიკურ დღის წესრიგს შემოგვთავაზებს ან უბრალოდ პოლიტიკური სცენარიდან გაქრება

ნუკრი შოშიაშვილი: მომავალი ორი წელი იქნება პერიოდი, როდესაც არსებული ოპოზიციური პოლიტიკური სისტემა სხვა პოლიტიკურ დღის წესრიგს შემოგვთავაზებს ან უბრალოდ პოლიტიკური სცენარიდან გაქრება

მგონია, რომ მომავალი ორი წელი იქნება ის პერიოდი, როდესაც არსებული ოპოზიციური პოლიტიკური სისტემა, რომელიც არ პასუხობს საკუთარ ამომრჩევლის ინტერესებსაც კი, ისინი უბრალოდ ან პერეფორმატირებას მოახდენენ და სხვა პოლიტიკურ დღის წესრიგს შემოგვთავაზებენ, ან უბრალოდ პოლიტიკური სცენარიდან გაქრებიან, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა.

„ისინი ფიზიკურად არ გაქრებიან, შეეცდებიან საზოგადოებრივი ველი, ტელევიზიები და „ენჯეოები“ ჯერ კიდევ გამოიყენონ, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ამ ინსტიტუტმა საზოგადოებრივი ნდობა დაკარგა. ზოგადად, როდესაც შენ პოლიტიკურ პროცესს იწყებ, პირველ რიგში გჭირდება დამაჯერებლობა და იმის რწმენა, რომ შენ რასაც ამბობ ეს გამოხატავს რაღაც წესრიგს. ამ შემთხვევაში, რასაც ისინი საუბრობენ, აღარ გამოხატავს არანაირ წესრიგს, არ გამოხატავს არანაირ ინტერესს და ამას შეიძლება პერფორმანსების პოლიტიკა დავარქვათ. ის რეალური გამოწვევები, რაც გეოპოლიტიკურად საქართველოს აქვს ისინი ამას ვეღარ პასუხობენ და ბუნებრივია, პერეფორმატირების პროცესში, ჩვენ 4 წლის თავზე ვიხილავთ სხვა პოლიტიკურ ძალებს“, - აღნიშნა ისტორიკოსმა.