ვახტანგ ჩოჩია: ეს არის ყველაზე არაევროპული და უღირსი საქციელი, როდესაც ადამიანს, რომლის მოვალეობაც არის რაღაცის გაშუქება, თუ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, მის საქმიანობაში განხორციელებაში უშლი ხელს

ვახტანგ ჩოჩია: ეს არის ყველაზე არაევროპული და უღირსი საქციელი, როდესაც ადამიანს, რომლის მოვალეობაც არის რაღაცის გაშუქება, თუ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, მის საქმიანობაში განხორციელებაში უშლი ხელს

ეს არის ყველაზე არაევროპული და უღირსი საქციელი, როდესაც ადამიანს, რომლის მოვალეობაც არის რაღაცის გაშუქება, თუ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, მის საქმიანობაში განხორციელებაში უშლი ხელს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერმა, ვახტანგ ჩოჩიამ.

ვახტანგ ჩოჩია „იმედის“ მიმართ ბულინგის და პოლიციელების მიმართ ოპოზიციის აქციების მონაწილეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას გამოეხმაურა.

„ჩვენ ვიხილეთ ოპოზიციის მხრიდან მედიასა და საპოლიციო ძალების წინააღმდეგ განხორციელებული უპრეცედენტო ბულინგის კამპანია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არცერთი განცხადება არ გვინახავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომლებიც დაგმობდნენ ამ საქციელს. ეს არის ყველაზე არაევროპული და უღირსი საქციელი, როდესაც ადამიანს, რომლის მოვალეობაც არის რაღაცის გაშუქება, თუ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, მის საქმიანობაში განხორციელებაში უშლი ხელს. ცხადია, ეს მეტყველებს მათ [საერთაშორისო პარტნიორების] ორმაგ სტანდარტზე“, - აღნიშნა ჩოჩიამ.