ჩვენ, კლასიკური გაგებით, ოპოზიცია არ გვყავს, ეს არის მავნებელთა ჯგუფი და გაერთიანება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის შეკრული, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ
„მათი ამოცანაა, ხალხი გააბრაზონ, იქნებ როგორმე დაპირისპირების ის ხარისხი შექმნან, რაც ვითარებას სისხლისღვრამდე მიიყვანს. ეს ერთ-ერთი მეთოდია იმ მრავალი მოღალატეობრივი ნაბიჯებიდან, რასაც მუდმივად და ინტენსიურად იყენებენ ქვეყნის წინააღმდეგ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია - საქართველოსთვის“, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართეს წერილით, რომლითაც საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერება და ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.