დასავლური ქვეყნები იწყებენ იმის გაგებას, რომ უკრაინისგან მხოლოდ ნაწილი დარჩება და ზოგიერთი მათგანი ამბობს: „მოდით, ახლავე გავჩერდეთ და ეს ნაწილი ნატო-ში მივიღოთ", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„როდესაც ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, მათ დაიწყეს საუბარი : „უკრაინა ნატო-ში უნდა მიგვეღო, მაშინ რუსეთი მას თავს არ დაესხმებოდა" - ეს იყო მათი გზავნილი. ახლა კი სიტუაციის განვითარების ეს სცენარისტები იწყებენ იმის გაგებას, რომ უკრაინისგან მხოლოდ რაღაც ნაწილი დარჩება და ამბობენ: „მოდით, ახლავე გავჩერდეთ და მივიღოთ ეს ნაწილი ნატო-ში". სხვები კი ამბობენ: „არ შეიძლება გაჩერება, პუტინი უნდა დავასრულოთ, რადგან თუ ის არ დამთავრდება, ყველას თავს დაესხმება", - აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი დასავლეთის მხრიდან „კონფრონტაციული ლოგიკაა".