„პუფად“ გადაქცევა ოპოზიციას არაფრად უღირს, ერთხელ უკვე გადალახეს და შეეცდებიან ამომრჩევლები დაარწმუნონ იმაში, რომ პარლამენტია ადგილი, სადაც შეუძლიათ უკეთესად განახორციელონ მავნებლობა, რაც 2014 წლიდან უნდოდათ

„პუფად“ გადაქცევა ოპოზიციას არაფრად უღირს, ერთხელ უკვე გადალახეს და შეეცდებიან ამომრჩევლები დაარწმუნონ იმაში, რომ პარლამენტია ადგილი, სადაც შეუძლიათ უკეთესად განახორციელონ მავნებლობა, რაც 2014 წლიდან უნდოდათ

„პუფად“ გადაქცევა ოპოზიციას არაფრად უღირს, ერთხელ უკვე გადალახული აქვთ, გაიწყვიტეს შუბლის ძარღვი და შეეცდებიან საკუთარი ამომრჩევლები დაარწმუნონ იმაში, რომ სწორედ პარლამენტია ის ადგილი, სადაც შეუძლიათ უკეთესად განახორციელონ ის მავნებლობა, რაც 2014 წლიდან სააკაშვილის ხელმძღვანელობით უნდოდათ განეხორციელებინათ, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„ოპოზიციის ნაბიჯებთან დაკავშირებით, ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება, მითუმეტეს, თუ არსებობს გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება რაღაც შეგეშალოს. ავიღოთ რეალური სიტუაცია და წარსული გამოცდილება, რასაც თვალყურს ვადევნებდით 2020 წელს. მაშინ, ადამიანებმა თქვეს, რომ „პუფი“ იქნება ის, ვინც შევა პარლამენტში, ამას გადაუხვიეს, ვინაიდან ვერ შეძლეს განევითარებინათ მთავარი არსი მოქმედებებისა და გეგმის, რომელიც იყო დესტაბილიზაცია. ვინც არ იცის, ეს იყო მაიდანის მოწყობის მცდელობა რუსთაველის გამზირზე. ეს მოხდა უკრაინაში, სადაც მივიღეთ ადამიანების მსხვერპლი, სისხლისღვრა და ამ პირობებში ხელისუფლების ცვლა. მაშინ უკრაინაში ხელისუფლება არც დემოკრატიულ და არც ევროპულ გზაზე იდგა და მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმ ხელისუფლებისგან, რომელიც დღეს საქართველოშია. აქედან გამომდინარე „პუფობის“ თემა შეიძლება კვლავ დარჩეს დღის წესრიგში, თქვან, რომ არავინ შედის პარლამენტში და გააგრძელონ მავნე საქციელი. მეორე მხრივ, არსებობს კიდევ ერთი სერიოზული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ „პუფად“ გადაქცევა მათ უკვე არაფრად უღირთ, ერთხელ უკვე გადალახული აქვთ, გაიწყვიტეს შუბლის ძარღვი და შეეცდებიან საკუთარი ამომრჩევლები დაარწმუნონ იმაში, რომ სწორედ პარლამენტია ის ადგილი, სადაც შეუძლიათ უკეთესად განახორციელონ ის მავნებლობა, რაც 2014 წლიდან სააკაშვილის ხელმძღვანელობით უნდოდათ განეხორციელებინათ“,- განაცხადა ვოლსკიმ.