რუსეთის წინააღმდეგ ორი წელია სანქციები გვაქვს დაწესებული და მათი ეკონომიკა არ გაუარესებულა, თუმცა გერმანიის ინდუსტრია დაღმასვლაშია, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ტიერი მარიანიმ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში.
„მოვისმინე ჩემი კოლეგების მოწოდებები საქართველოს მიმართ სანქციების დაწესებაზე. სანქციები მხოლოდ შენივე ეკონომიკას დააზარალებს. რუსეთის წინააღმდეგ ორი წელია სანქციები გვაქვს დაწესებული და მათი ეკონომიკა არ გაუარესებულა, თუმცა გერმანიის ინდუსტრია დაღმასვლაშია, რადგან ენერგომატარებლებზე ფასები გაიზარდა. სერბეთში კი, რომელმაც უარი თქვა სანქციების დაწესებაზე, საფრანგეთზე ორჯერ დაბალია ფასები. არსებობს პრინციპები და არსებობს რეალობა. რეალობა კი პირველ რიგში არის ქართველი ხალხის არჩევანი. მეორე, ეს არის საქართველოს სიტუაცია და მესამე - ეს არის ქვეყნის ისტორია.
ისტორიას თუ გადავხედავთ, ის ხალხი, რომელიც დღეს გაკვეთილებს გიტარებთ, იგივე ხალხია, ვინც 16 წლის წინ მიგატოვათ, ამიტომ ჩემთვის სავსებით გასაგებია, რომ ქართველი ხალხის არჩევანი უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ინტერესებს ემსახურება“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.