ალ-ხელაიფი:

ალ-ხელაიფი: "პსჟ-ს მიზანი წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება არაა"

“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში მისი კლუბის მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება არაა.

„ბარსელონას“ მოდელის გადაღება? არ ვფიქრობ, რომ ვინმესგან რაიმე უნდა გადავიღოთ, ჩვენს ვინაობას ვინარჩუნებთ, ეს არის პსჟ-ს დნმ. ახალგაზრდებმა იციან, როგორ თამაშობს პირველი გუნდი. გვყავს, როგორც გამოცდილი, ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელები. წელს, მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება არ არის, არამედ, მთავარია, ჩვენი სტილი გვქონდეს“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.