დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერს შეიძლება გაგებით მოეკიდოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ დეტონატორების პოლიტიკური განეიტრალების დაყოვნებას აღარ გვაპატიებს

დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერს შეიძლება გაგებით მოეკიდოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ დეტონატორების პოლიტიკური განეიტრალების დაყოვნებას აღარ გვაპატიებს

რუსეთმა ნათლად განაცხადა - „გეიმების" დრო დასრულდა და ის მათიოვერისთვის" მზადაა. ბაიდენმა კი, კიდევ ერთ მიზანს მიაღწია, როდესაც თავის მარიონეტ ზელენსკის ბრძანებაფას" მისცა - ტრამპისსამშვიდობო" ინიციატივამ, როგორც საარჩევნო დაპირებების ძირითადმა პუნქტმა, შეიძლებაჩაილურის წყალი" დალიოს," - წერს სოციალურ ქსელშიხალხის ძალისწევრი დავით ქართველიშვილი.

ექსპერტმა უკრაინაში რუსეთის მხრიდან ბირთვული განადგურების პოტენციალის მქონე ახალი ბალისტიკური სარაკეტო სისტემის ამოქმედებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ როდესაც მოსკოვის ქმედებას წინ ვერავინ ეღობება, საფრთხე იმის, რომ აშშ- სამშვიდობო ინიციატივები ჩავარდეს, რეალურია.

ამ ფონზე კი, ქართველიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში გრძელდება ადგილობრივი "დეტონატორების" [რადიკალური ოპოზიციის] მხრიდან ვითარების გამწვავების მცდელობა და მათი ნება რომ იყოს, სიხარულით დაადგებოდნენ ზელენსკის გზას. ამის დაშვებას კი, მისი აზრით, საზოგადოება ხელისუფლებას აღარ აპატიებს.

ესეცთხილნარი" ("орешник"). ახალი ბალისტიკური სარაკეტო სისტემა ბირთვული განადგურების პოტენციალით. ფრენის სიჩქარით - 3 კმ/წამში. მას ვერ აჩერებს ვერც ერთი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა. ზელენსკის მართვადი პროვოკაციის საპასუხოდ, რუსეთმა წამებში გაანადგურა ქალაქ დნეპრის ქარხანა "იუჟმაში". გაანადგურა სამაგალითოდ. გაანადგურა იმ ულტრათანამედროვე შეიარაღებით, რომლის შექმნასა და მოდერნიზებას შეუდგა მას შემდეგ, რაც 2019 წელს აშშ გამოვიდა მსგავსი ტიპის შეიარაღების შემაკავებელი ხელშეკრულებიდან.

ანუ ტრამპის მიერ განხორციელებულ ქმედებას, პუტინმა დღეს ფაქტობრივად ტრამპსვე უპასუხა. ოღონდ ამჯერად ბირთვული შედეგების გარეშე. მანამდე კი, 17-18 ნოემბერსვიღაცამ" მწყობრიდან გამოიყვანა ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი ორი 135-მილიანი ინტერნეტ-კაბელი: ერთი გერმანიისა და ფინეთის, მეორე შვედეთისა და ლიეტუვას დამაკავშირებელი, რამაც ადგილობრივ ინტერნეტ-გეიმერებში პანიკა გამოიწვია.

მაგრამ სრული ისტერიკა მაშინ დაეწყებათ, თუ კითხილნარი" გადაწყვეტს მათ სტუმრიანობას. რუსეთმა ნათლად განაცხადა - „გეიმების" დრო დასრულდა და ის მათიოვერისთვის" მზადაა. ბაიდენმა კი, კიდევ ერთ მიზანს მიაღწია, როდესაც თავის მარიონეტ ზელენსკის ბრძანებაფას" მისცა - ტრამპისსამშვიდობო" ინიციატივამ, როგორც საარჩევნო დაპირებების ძირითადმა პუნქტმა, შეიძლებაჩაილურის წყალი" დალიოს. პუტინს ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, არანაირი შეთანხმებებისთვის აღარ ცხელა.

საქართველოში კი, გრძელდება ადგილობრივი "დეტონატორების" ქაოსური ბრუნვა - ერთდროულად ქაოსური და აკვიატებულად მიზანმიმართული. მათ ხელში რომ იყოს სიტუაცია, რა დიდი სიამოვნებით დაადგებოდნენ ზელენსკის გზას - ოღონდ, ჩვენს შემთხვევაში, საპასუხოდ, პუტინითხილნარს" არც კი მიმართავდა, უფრო მარტივი გზით დაგვსჯიდა და გაგვანადგურებდა. სექტანტებში მშვიდობის თემაზე კიდევ გრძელდება ჩვენი დაჰაჰავება?

დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოლიტშაჰიდების და დეტონატორების მხრიდან - კი. ყველაფერს შეიძლება გაგებით მოეკიდოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ ამჯერად, მთავარი საარჩევნო დაპირებისამებრ, ამ დეტონატორების პოლიტიკური განეიტრალების დაყოვნებას აღარ გვაპატიებს," - წერს დავით ქართველიშვილი.

Aburjga Tasmanieli ნაღდია! ჯიგრული გამოსვლაა ბატონო დავით!
4 საათის უკან