მაია ბითაძე შავი საღებავის შესხმაზე: რადიკალების დუმილი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო დადგმული სცენარი, რომლის განმახორციელებელი იყო კირთაძე

მაია ბითაძე შავი საღებავის შესხმაზე: რადიკალების დუმილი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო დადგმული სცენარი, რომლის განმახორციელებელი იყო კირთაძე

მაია ბითაძე აცხადებს, რომ დესტრუქციულ ქმედებებში არაერთხელ მხილებული პარტიების დუმილი იმის დამადასტურებელია, რომ კირთაძის ქმედება წინასწარ დადგმული სცენარის ნაწილი იყო. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამგვარი ადამიანი სანდრო არ არის.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, შეუძლებელია ამგვარი ადამიანი იყოს სანდო მოქალაქეებისთვის საარჩევნო პროცესების მართვასა და შედეგებთან დაკავშირებით. ის, თუ ჩვენი რადიკალები თავს იკავებენ კომენტარის გაკეთებაზე, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო დადგმული სცენარი, რომლის განმახორციელებელი იყო კირთაძე, რომელმაც სამარცხვინოდ შეასრულა თავისი როლი“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს საარჩევნო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ შავი სარებავი შეასხა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. კირთაძე სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა და კომისიაში მუშაობის შესაძლებლობა შეუზღუდა.